მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასების დამრიგებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგის ფარგლებში დაწყებითი კლასების დამრიგებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების მნიშვნელობას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, ასევე, იმსჯელებენ კლასში მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებზე.
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს 0.5 კრედიტს. ტრენინგში
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, მიმდინარე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
|