სამოქალაქო
განათლების მასწავლებლებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი აქტუალურ და მნიშვნელოვან ტრენინგებს იწყებს. აღნიშნული საგნის, ნებისმიერი სტატუსის მქონე
მასწავლებელი, დარეგისტრირების შემთხვევაში, ბულინგისა და ძალადობის საკითხებზე ყოვლისმომცველ
გადამზადებას გაივლის.
ტრენინგის
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა და
სახეებს, ისე ოჯახური ძალადობის ფორმებს, სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების
გავლენას ძალადობასა და ბულინგზე; ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების
გზებს ბულინგის პრევენციისთვის; ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობას; როგორ
ავირიდოთ ძალადობა და ბულინგი სკოლაში; რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და
ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში ბულინგისა და
ძალადობის თავიდან ასაცილებლად; გარდა ამისა, გაეცნობიან ალბერტ ბანდურას სოციალურ
- კოგნიტური თეორიის ზოგად პრინციპებს.
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს 1.5 კრედიტს. ტრენინგში
მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 10 ნოემბრის ჩათვლით,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
|