მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რუსული და გერმანული ენის უფროსი
მასწავლებლებისთვის, მეთოდურ სატრენინგო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგებზე
ორივე სამიზნე ჯგუფს შესაძლებლობა ექნება გაეცნონ მრავალფეროვან, სწავლების
თანამედროვე მეთოდებს, თამაშების გამოყენებისა და ავთენტური მასალების, კერძოდ,
დოკუმენტური ფილმების, სტატიების, ლიტერატურული ნაწარმოებების, ლექსებისა და
სიმღერების, საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების პრინციპებს.
აღნიშნული
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მოიპოვებენ 1
კრედიტს. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, მიმდინარე
წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
|