მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში დუალური პროფესიული განათლების
სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი იმ პირებმა გაიარეს, რომლებიც
გერმანიის მთავრობის
დაფინანსებით, მაგდებურგის
უნივერსიტეტში სასწავლებლად
იმყოფებოდნენ. პროფესიული განათლების სპეციალისტებმა, საუნივერსიტეტი განათლების მიღების შემდეგ, გერმანელი
პროფესორების შემაჯამებელ ლექციები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში
მოისმინეს.
პროგრამის მონაწილეებს
შესაძლებლობა ჰქონდათ, შეესწავლათ გერმანული და ევროპის სხვა ქვეყნების პროფესიული
განათლების პოლიტიკა,
პროფესიული განათლების
მასწავლებლისა და
კომპანიის ტრენერის მოსამზადებელი პროგრამები, სწავლების
მეთოდიკა, კერძო
სექტორთან მუშაობის
გზები და
პრინციპები და
სფეროს სხვა
მნიშვნელოვანი ასპექტები.
მაგდებურგის უნივერსიტეტების პროფესორების კოორდინაციით, პროგრამის ფარგლებში,
ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს კონკრეტულ პროექტები დუალური პროფესიული განათლების თემებზე და
მათ სისტემაში დანერგვაზე.
პროგრამაში ქართველ კოლეგებთან
ერთად ჩართულები არიან პროფესიული განათლების
სპეციალისტები სომხეთიდან
და აზერბაიჯანიდან.
|