მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ლიდერობის პირველი აკადემია 1700-მა სკოლის დირექტორმა დაასრულა
სიახლეების არქივი17 ოქტომბერი , 2016

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი დაასრულა. პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომელმაც, პირველ ეტაპზე, 1700 საჯარო სკოლის დირექტორი სამ მოდულში გადაამზადა:

·21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები (8 საათი);

·ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ (16 საათი);

·ფინანსური მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები (16 სთ).

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები. პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტებთან ერთად მომზადა. ლიდერობის აკადემიის ამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21-ე საუკუნის სკოლის ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვეებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ლიდერობის აკადემიას კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან, რომლებიც, ასევე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში გადამზადდნენ.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.