მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პროგრამის „ასწავლე
საქართველოსთვის“ ფარგლებში
ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევ კონკურსს
აცხადებს.
აღნიშნული
კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა
იქნება ეროვნული
სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება,
არაფორმალური სწავლების
ხელშეწყობა, რაც
მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას,
დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და
საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა,
კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა იზრუნოს
როგორც საკუთარ,
ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ
განვითარებაზე.
კონკურსის
მონაწილე უნდა
იყოს მინიმუმ
ბაკალავრი და
უნდა ჰქონდეს
მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის საგანში
ან 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე,კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძიათ
პედაგოგებს, რომლებსაც
ჩაბარებული აქვთ
საგნის გამოცდა
და ამასთანავე დიპლომით მინიჭებული აქვთ პედაგოგის
კვალიფიკაცია.
პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის
გზით სწავლა-სწავლების პროცესის
ხელშეწყობა და
განათლების მიღების
თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.
დაინტერესებული პირებს ვაკანსიის
შესახებ ინფორმაციის მიღებაHR.GOV.GE-სა დაTPDC.GE-ზე
შეუძლიათ.
მათემატიკა
ინგლისური ენა
ფიზიკა
ქიმია
|