მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საქართველოს წარმომადგენლები “eTwinning”-ის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
სიახლეების არქივი28 სექტემბერი , 2016

ქალაქ ფლორენციაში, პროგრამაში “eTwinning” ჩართული, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასწავლებლებისთვის თემატური კონფერენცია “Citizenship: A new ethic for the 21st Century – the contribution of eTwinning” გაიმართა. კონფერენციას საქართველოდან პროგრამის კოორდინატორი, ხატია მატკავა და პროგრამაში რეგისტრირებული ორი მასწავლებელი მონაწილეობდა.

თემატურ კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლონ პედაგოგებმა დემოკრატიის, ტოლერანტობის ღირებულებების დანერგვა eTwinning-ის მეშვებობით და რა გააკეთა eTwinning-მა გასული თერთმეტი წლის მანძლზე ამ მიმართულებით. ასევე, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები, რაც მათ eTwining Plus-ის პორტალზე აქტიურად მუშაობასა და საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ კოლეგები, ჩამოეყალიბებინათ საერთო ინტერესები, ხედვა და ახალი საპროექტო იდეები. ქართველმა მასწავლებლებლებმა იტალიელ კოლეგებთან ერთად იმუშავეს ახალი პროექტის გეგმაზე, მისი განხორციელების ეტაპებზე და დაგეგმეს შესაბამისი აქტივობები. სემინარში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 250 მასწავლებელი მონაწილეობდა.

კონფერენციის იდეა განაპირობა 2015 წლის 17 მარტს პარიზში მიღებულმა დეკლარაციამ, რომელიც ეხებოდა მოქალაქეთა თავისუფალი საერთო ღირებულებების, ტოლარენტობისა და არადისკრიმინაციული კანონის ხელშეწყობას განათლების მეშვეობით.

პროგრამა “eTwinning Plus” ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამა თავის საქმიანობას ახორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცეს ქმნის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.