საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა გახსნა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა ჯეოლაბი; ინტელი; ლენოვო; ჯეოსელი; Educare Georgia; Microsoft; Kings; UGT; გამოფენაში ასევე მონაწილეობდა მასწავლებლის სახლი; EMIS-ი; სტუ; IT აკადემია; შპს დაზგა; ორიენტ ლოჯიკი, LEGO Education, სულ 15 ორგანიზაცია, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი საგანმანათლებლო რესურსები წარმოუდგინეს.
საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა თუ, პროგრამული უზრუნველყოფის დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც მათ წარმატებით შეეძლებათ საგანმანათლებლო პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საქართველოში პირველად ტადრება . ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო და ყოველი დღე დატვირთულია განსხვავებული ღონისძიებებით. იმართება გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. ფესტივალი 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
|