მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში ლაბორატორიული უსაფრთხოების ტრენინგი მიმდინარეობს
სიახლეების არქივი19 სექტემბერი , 2016

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენერებისთვის ტრენინგ-მოდული „საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში მუშაობის უსაფრთხოების წესები“ დაიწყო.

უსაფრთხოების წესების ცოდნა და მათი დაცვა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში ეფექტიანი სწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაკვეთით, პარტნიორი ორგანიზაციის „ლაბორატორიების უსაფრთხოების ინსტიტუტის“ მიერ შეიქმნა სატრენინგო მასალა, რომლის დახმარებითაც ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა. შემოდგომაზე აღნიშნულ ტრენინგს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ რეაბილიტირებული სკოლების მასწავლებლები გაივლიან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაფინანსებით, 100 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. გარდა ამისა, იგეგმება ყველა ზემოაღნიშნული სკოლის თანამედროვე, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა.

ტრენერთა ტრენინგს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტი, სატრენინგო მასალის ავტორი - ჯეიმს კაუფმანი უძღვება. ტრენინგში მონაწილეობას ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერტები და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის სერტიფიცირებული ტრენერები მონაწილეობენ.

ტრენინგი შეეხება ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ქიმიურ რეაქტივებთან მუშაობა და მათი შენახვა, ნარჩენების უტილიზაცია, ლაბორატორიული მუშაობის ეკოლოგიური ასპექტები, ელექტროუსაფრთხოება, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გაცნობა, უბედური შემთხვევების თავიდან აცილება და უსაფრთხოების გეგმის შემუშავება.

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.