მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
გიორგი მაჩაბელი პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებს შეხვდა და
პროგრამის ფარგლებში ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე
დამხმარე პროფესიული ლიტერატურა გადასცა.
შეხვედრას 172 მასწავლებელი ესწრებოდა, რომელიც პროგრამაში გასულ წელს
მონაწილეობდა და პორტფოლიოს წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ
აგრძელებს საქართველოს მაღალმთიან და
საზღვრისპირა რეგიონებში სწავლებას.
აღნიშნულმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა, პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა
თვითშეფასების, სასწავლო პრაქტიკის კვლევისა და სასწავლო რესურსების შემუშავების
მიმართულებით რამდენიმედღიანი ტრენინგი გაიარეს, გარდა ამისა მონაწილეობა მიიღეს
წლის შემაჯამებელ კონფერენციაში.
პროგრამის ფარგლებში
2016 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, უკვე შერჩეულია ახალი მონაწილეები, რომლებიც
სკოლებში, ტრენინგის წარმატების გავლის შემდეგ გადანაწილდებიან.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და სწავლა-სწავლების ხარისხის
ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების
მოზიდვის გზით.
|