პრაქტიკოსი
მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით 5-კრედიტიანი ტრენინგები
მიმდინარეობს, ამჟამად კურსის მიმდინარეობას ცენტრის წარმომადგენლები ოზურგეთში
გაეცნენ.
ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი ორიენტირებულია
პროფესიული უნარების გაღრმავებაზე და ორი მოდულისგან შედგება:
·
ინკლუზიური
განათლება;
·
თანამედროვე
მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში.
კურსისპირველი ეტაპის ამოცანაა მასწავლებელმა
გამოიმუშაოს ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები და განაახლოს საკუთარი ცოდნა, როგორც
ინკლუზიური განათლებისა და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის
მიმართულებით, ასევე გააცნობიეროს და სწავლების პროცესში დანერგოს
კონსტრუქტივიზმის პრინციპები, გაეცნოს და გამოიყენოს სწავლების ახალი თეორიები და
ეფექტიანი სტრატეგიები, ასევე დანერგოს მოსწავლის შეფასების თანამედროვე მეთოდები.
კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ
პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დარეგისტრირდეს კურსის მეორე
ნაწილზე, რომელიც ორიენტირებულია საგნობრივი მეთოდიკის გაუმჯობესებისა და ცოდნის
აქტივაციისკენ.
პროფესიული განვითარების კურსი მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
ფარგლებში ხორციელდება. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი
მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2016
წელს დარეგისტრირებული 1500 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 1100 უკვე გადამზადდა, კურსს
ეტაპობრივად 6200 პრაქტიკოსი მასწავლებელი გაივლის.
|