მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება
სიახლეების არქივი20 აგვისტო , 2016
ბრიტანეთის საბჭოს პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით „ინგლისური ენის ციფრული რესურსები   მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს  1-კრედიტიან (16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლების პროცესთან  სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში,  მასწავლებლები შეძლებენ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას უცხოური ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას.

ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და  ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში; გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოვახერხოთ მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.  მასწავლებლები კურსის ფარგლებში შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან ციფრული რესურსი. 
ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე.