მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
სჯარო სკოლების დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემია ამოქმედდა
სიახლეების არქივი19 აგვისტო , 2016
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის  ტრენინგები მიმდინარეობს. აკადემიის სრულ კურსს, ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები. პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, პროფესიული განვითარების გრძელვადიან პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორი მიიღებს  მონაწილეობას.

ლიდერობის პირველი აკადემიის კურსი სამი მოდულისგან შედგება, რაც ითვალისწინებს 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლების, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და დროის მართვის, ასევე სამართლებლივი საკითხების შესწავლას. დირექტორთა ტრენინგების პირველი ნაკადი თბილისსა და რეგიონებში 15 აგვისტოდან დაიწყო და სექტემბერში  დასრულება.

პირველ ეტაპზე, ლიდერობის აკადემიის აქტივობებში 1850-მდე სკოლის დირექტორი მონაწილეობს; სამივე საფეხურზე კი, მთლიანობაში, 2085 სკოლის დირექტორი 11 მოდულს გაივლის.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტებთან ერთად მოამზადა. ლიდერობის აკადემიის ამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21-ე საუკუნის სკოლის  ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვეებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ლიდერობის აკადემიას კვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან, რომლებიც, ასევე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში გადამზადდნენ.
პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.