მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს.
180 ტრენერი “მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლების მიდგომების” გრძელვადიანი, ხუთკრედიტიანი ზოგადპროფესიული
უნარების კურსის პირველი მოდულს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“
გადის.
ტრენინგის გავლისას, ტრენერები მოსწავლის როლს
მოირგებენ, რათა კარგად გაითავისონ მოდულის შინაარსი, ის პედაგოგიური მიდგომები, მეთოდები და აქტივობები, რომლის დანერგვასაც მიზნად
ისახავს ტრენინგ-მოდული.
მასწავლებლებისთვის
აღნიშნული ტრენინგები 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და
მას ეტაპობრივად, საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი გაივლის. აღნიშნულ პროცესში 20 000-მდე მასწავლებელი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში, ტრენინგში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც, რომლებისთვისაც საგანგებოდ ითარგმნდება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.
პირველ ეტაპზე პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზოგად უნარებში გადამზადდებიან,
ხოლო2017-2018წლებშიმათმოსწავლეზე
ორიენტირებული საგნობრივი მეთოდიკის კურსის - „აქტიური სწავლა-სწავლების
მიდგომები“გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების სწავლების პროცესში ლაბორატორიების ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად, იგეგმება „ლაბორატორიის“ ტრენინგი, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება - პირველ ეტაპზე, ტრენინგები ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესის მდგრადობისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით მზადდება მასალა და გადამზადდებიან ტრენერები უცხოელი კონსულტანტების მიერ.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროექტის საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.
|