მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
იორდანიის ვიცე-პრემიერი: „საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში უდავოდ მდიდარი გამოცდილება აქვს”
სიახლეების არქივი03 აგვისტო , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იორდანიის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მხარეებმა ორი დღის განმავლობაში განიხილეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და მათი განხორციელების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა.

იორდანიის განათლების მინისტრის, მოჰამად თნეიბათის განცხადებით, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში უდავოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია თანამედროვე დასავლური მიდგომები.

ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი ცალკეული კომპონენტის გაცნობა.

იორდანიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვირის ბოლომდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში.