მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საწარმოებში პროფესიული განათლების მასწავლებელთა პრაქტიკული ტრენინგები დაიწყო
სიახლეების არქივი21 ივლისი , 2016

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონში მდებარე საწარმოში - „საქკაბელი“ ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების პროგრამის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, სხვადასხვა სასწავლებლებიდან, პროფესიული განათლების 7 პედაგოგი დაესწრო. აღნიშნული პედაგოგები სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში, მთლიანობაში, 100-მდე მომავალ სპეციალისტს ასწავლიან.

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები კიდევ ერთხელ გაეცნენ ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების მექანიკოსის პროფესიულ სტანდარტს, შეისწავლეს საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები და პრინციპები, ასევე, საწარმოში არსებული დანადგარების პროგრამული მართვის წესები. ტრენინგ-მოდულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის სტანდარტი.

პრაქტიკული ტრენინგების ჩატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწარმო აღჭურვილი იყოს და საქმიანობის პროცესში იყენებდეს უახლეს ტექნოლოგიებს. „საქკაბელი“ სრულებით აკმაყოფილებს აღნიშნულ საჭიროებებს, გარდა ამისა, დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებით.

რაც შეეხება ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსის პროფესიას, ამ მიმართულების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ისეთ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობის პროცესში გამოიყენება სპეციალური დანადგარები, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემები, ამწე-სატრანპორტო მანქანები, ექსკალატორები, სავენტილაციო სისტემები და სხვა.

ამჟამად, პროფესიის დაუფლება შესაძლებელია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კოლეჯებში - „იბერია“ და „მოდუსი“.