მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „ასწავლე
საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 14 საგნის
სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის,
მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა
ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.
აღნიშნული კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების
ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას,
შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
გარდა ამისა, კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.
კონკურსის მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრი და
უნდა ჰქონდეს მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან 60-კრედიტიანი მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძიათ პედაგოგებს,
რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საგნის გამოცდა და ამასთანავე დიპლომით მინიჭებული აქვთ
პედაგოგის კვალიფიკაცია.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლაში დასაქმების შემთხვევაში პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი სავალდებულოა ფლობდეს
რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას.
პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების
მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.
დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.
|