მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ქართველი ექსპერტები უცხოელ კოლეგებთან ერთად, მათემატიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულის შექმნაზე მუშაობენ
სიახლეების არქივი14 ივლისი , 2016

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ექსპერტმა სტივ ვაისბურგმა ქართველ კოლეგასთან ერთად მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ტრენინგ-მოდულის გეგმა წარადგინა.

პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესების სტრატეგიებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაბამისი მიმართულებით გამოყენებას.

საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია VII-XII კლასების მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 20 000-მდე მასწავლებლის და ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა პროფესიული განვითარება, ამ გზით, სკოლებში, ზემოაღნიშნული საგნების სწავლების ხარისხის ამაღლება და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. შედეგად კი, მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება.