მაგდებურგის უნივერსიტეტმა
თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის უნივერსიტეტეთან ურთერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი, სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად, პროფესიული
განათლების მასწავლებელთა მოსამზადებელი ორმხრივი პროგრამის შექმნას გულისხმობს. მემორანდუმის
გაფორმების ცერემონიალსა და კონფერენციას გერმანიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი დაესწრო.
გაფორმებული მემორანდუმის
ფარგლებში, მაგდებურგის უნივერსიტეტთან ერთად მომზადდება პროფესიული განათლების მასწავლებლების
მომზადებისათვის პედაგოგიკის კურსი. ასევე
შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების ადმინისტრირებისა და მართვის ორმხრივი სამაგისტრო
პროგრამის შეთავაზება მსურველებისათვის, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მაგისტრატურის
ერთ ნაწილს გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილს საქართველოში გაივლიან.
დაგეგმილია მაგდებურგის
უნივერსიტეტთან ერთად შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და თარგმნა , პროფესორ-მასწავლებლების
გადამზადება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და გერმანიას შორის.
|