„ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის
დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საგნობრივი
მეთოდიკის ტრენინგ-მოდულების შექმნა მიმდინარეობს. ტრენინგ-მოდულების შექმნაზე
ქართველ კოლეგებთან ერთად პროექტში ჩართული უცხოელი ექსპერტები მუშაობენ.
პროექტის გუნდს, გეოგრაფიის
ტრენინგ-მოდულის გეგმა,
დღეს, ექსპერტმა ემილი ლონგნეკერმა გააცნო.
პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის
მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესების სტრატეგიებსა და
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაბამისი მიმართულებით გამოყენებას.
საბუნებისმეტყველო
საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის 20 000-მდე მასწავლებლის
გადამზადება მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე
გაგრძელდება.
მასწავლებელთა
და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული,
140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის
ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების
სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და
საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო
ჯგუფი ახორციელებს.
„მასწავლებელთა
და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია VII-XII კლასების მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 20 000-მდე მასწავლებლის და ყველა
საჯარო სკოლის დირექტორისა პროფესიული განვითარება, ამ გზით, სკოლებში, ზემოაღნიშნული საგნების სწავლების ხარისხის
ამაღლება და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. შედეგად კი,
მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება.
|