მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამის - “eTwinning Plus” მონაწილე მასწავლებლებმა პოლონეთში გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
სიახლეების არქივი07 ივლისი , 2016

ქალაქ ვარშავაში, პროგრამაში - “eTwinning Plus” ჩართული, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასწავლებლებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარში საქართველოდან პროგრამის კოორდინატორი და პროგრამაში რეგისტრირებული ორი მასწავლებელი სოფიკო ვაშაკიძე და ნადია დაბრუნდაშვილი მონაწილეობდა.

სემინარის მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკისა და იდეების გაზიარება, ასევე პროგრამის მონაწილეთა მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები ბრიტანელი და პოლონეი ამბასადორების მიერ, რაც მათ eTwining Plus-ის პორტალზე აქტიურად მუშაობასა და საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ ევროპელი კოლეგები, ჩამოეყალიბებინათ საერთო ინტერესები, ხედვა და ახალი საპროექტო იდეები. ქართველმა მასწავლებლებლებმა პოლონელ, სლოვაკ და ხორვატიელ კოლეგებთან ერთად იმუშავეს ახალი პროექტის გეგმაზე, მისი განხორციელების ეტაპებზე და დაგეგმეს შესაბამისი აქტივობები. სემინარში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა.

პროგრამა “eTwinning Plus” ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამა თავის საქმიანობას აორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცეს ქმნის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.