საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ესტუმრა და მის საქმიანობას გაეცნო. მინისტრი ცენტრში მიმდინარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინკლუზიური განათლების ტრენინგებს დაესწრო.
ტრენინგების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი მაჩაბელმა მინისტრს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგული ხედვა გააცნო, ასევე, მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
|