მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი ათასწლეულის
გამოწვევის
კორპორაციის
მიერ
ინიცირებული
პროექტის
- „მასწავლებელთა
და
სკოლის
დირექტორთა
პროფესიული
განვითარება“ ფარგლებში, 2 წელზე მეტი ხნის გამოცდილების
მქონე
ტრენერების
გადამზადების პროცესს გაეცნო. ტრენინგს, ასევე, დაესწრო
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
ექსპერტების ვიზიტის მიზანია, პროექტის ფარგლებში, საგნობრივი მოდულების
საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით,
140 ტრენერი
სპეციალურად
პროექტის
მიზნებისთვის
შექმნილ
ტრენინგ-მოდულს
- „მოსწავლეზე
ორიენტირებული
სასწავლო
პროცესი“ გადის. აღნიშნული ტრენერები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული
განვითარების
პროექტის
ფარგლებში
გამოცხადებული
კონკურსის
შედეგად,
პროგრამის
საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით შეირჩნენ.
ტრენინგ-მოდული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული
განვითარების
პროექტის
ფარგლებში
უცხოელი
კონსულტანტის
მიერ
მომზადდა.
მოდული
სწავლების
თანამედროვე
მიდგომებს
ეყრდნობა
და
აქცენტს
აკეთებს
მოსწავლეზე
ორიენტირებული
სასწავლო
პროცესის
წარმართვისათვის
აუცილებელი
პროფესიული
უნარების
გამომუშავებაზე.
გადამზადების
კურსი
ტრენერებს
მოსწავლეზე
ორიენტირებული
მიდგომების
ახლებურად
გააზრებაში
დაეხმარებათ.
ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება უკანასკნელ პერიოდში პროფესიულ განვითარებაზე მზარდი მოთხოვნის
გაჩენამ
და
განსაკუთრებით
რეგიონებში,
ტრენერთა
კორპუსის
სიმწირემ
განაპირობა.
ცენტრი
უკანასკნელი
ორი
წლის
მანძილზე
მუშაობდა
ტრენერთა
სკოლის
კონცეფციაზე,
რომლის
საბოლოო
სახის
მიცემა
და
განხორციელება
ათასწლეულის
გამოწვევის
ფონდი-საქართველოს
მხარდაჭერით
გახდა
შესაძლებელი.
შემუშავდა
ტრენერის
სტანდარტი,
ტრენერის
მომზადების
და
პროფესიული
განვითარების
წესი,
ასევე,
მოდულები
ტრენერების
მოსამზადებლად
და
გადასამზადებლად.
ტრენერთა
სკოლის
პრიორიტეტად
განისაზღვრა
ტრენერთა
რეგიონული
დაფარვის
გაზრდა.
ამჟამად
მიმდინარეობს
როგორც
გამოცდილი
ტრენერების
გადამზადება,
ისე,
გამოცდილების
არმქონე
300-მდე
კანდიდატების
მომზადება.
პროექტის ფარგლებში მომზადებული და გადამზადებული ტრენერები, 2016 წლის აგვისტო-სექტემბრიდან,
საჯარო
სკოლების
VII-XII კლასების
ქიმიის,
ბიოლოგიის,
ფიზიკის,
მათემატიკის,
ინგლისურის
და
გეოგრაფიის
მასწავლებელთა
და
სკოლის
დირექტორების
პროფესიულ
განვითარებას
გაუძღვებიან
და
მნიშვნელოვნად
შეუწყობენ
ხელს
თბილისსა
და
რეგიონებში
ადამიანური
კაპიტალის
განვითარებას.
|