მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კონკურსით შერჩეულმა ინგლისური
ენის მასწავლებელთა ჯგუფმა დიდ ბრიტანეთში კვალიფიკაციის ამაღლების კურსი
წარმატებით დაასრულა. 19 მასწავლებელი ქალაქ ედინბურგის ენის აკადემიაში სამი
კვირის წინ გაემგზავრა. კვალიფიკაციის ამაღლების კურსის მიზანი იყო ენის სწავლების
ახალი მიდგომების გაცნობა, კერძოდ, ენის სწავლების პროცესში კომუნიკაციური
მიდგომის განვითარება.
აღსანიშნავია,
რომ კურსის მონაწილეების ცოდნის დონე და კურსის ფარგლებში მათი აქტიურობა
ედინბურგის ენის აკადემიის ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი უცხოური ენისა და ფიზიკის მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა
შესაძლებლობას ყოველწლიურად სთავაზობს. 5 წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა
კვლევით და სასწავლო ცენტრებში სტაჟირება გაიარა ინგლისური ენის 82-მა
მასწავლებელმა, გერმანული ენის 38-მა მასწავლებელმა, ფრანგული ენის 20-მა
მასწავლებელმა და ფიზიკის 60-მა მასწავლებელმა.
|