საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დღეიდან ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმის რესურსებით სარგებლობას და მის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა
შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას შეძლებენ. აღნიშნული ამოცანების შესრულების
მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების
განვითარება და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება მოსწავლეთა
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ისე მხარეთა მიერ შეჯერებული
საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება და მუზეუმის
პოპულარიზაცია სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სემინარებისა
და მასტერკლასების, ხოლო მოსწავლეთათვის შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას,
გამოფენების მოწყობას, მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის
ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და სხვა
დამატებით ღონისძიებებს.
მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ
მუზეუმის
ბაზაზე
ჩაატარონ
სამოდელო
გაკვეთილები,
კვლევები,
განახორციელონ
კვლევითი
და
შემოქმედებითი
ხასიათის
სასწავლო
პროექტები.
მათთვის ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, უპასუხონ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
სქემის“გამოწვევებს.
მემორანდუმის
გაფორმების ცერემონიალის შემდეგ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენლებმა
მასწავლებლებს მუზეუმში არსებული ფონდებისა და რესურსების შესახებ ვრცელი
ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიებას ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლები
ესწრებოდნენ.
|