მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან
ერთად“, შემაჯამებელი
ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურენოვან, ფრანგულენოვან და
ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი
სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ასევე, დაჯილდოვდნენ
პროგრამის
ფარგლებში
გამოცხადებული
ესეების
კონკურსებში
გამარჯვებული მოსწავლეები. გასული
სასწავლო წელი, მოხალისე მასწავლებლებთან ერთად ადგილობრივმა უცხოური
ენის
პედაგოგებმაც
შეაჯამეს და უცხოელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ინიციატივით, 2010 წლიდან
მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე
მასწავლებელთა ჯგუფი.
მოხალისეები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,
სადაც, უცხოური
ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის
წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო და სათემო
ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის
პროცესში კვალიფიკაციას იმაღლებენ ადგილობრივი უცხოური ენის
პედაგოგები, ასევე ეცნობიან
და ნერგავენ
ენის სწავლების
თანამედროვე მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან პროგრამის
არეალი გაფართოვდა და ინგლისურ
ენასთან ერთად
ჩინური ენის
სწავლებაც ხორციელდება (ჩინური ენის
კომპონენტი ხორციელდება ჩინეთის საელჩოსა
და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს
შორის დადებული
მემორანდუმის ფარგლებში).
2015 წლის სექტემბრიდან, საპილოტე რეჟიმში,
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა
გერმანულენოვან და
ფრანგულენოვან მოხალისე
მასწავლებლებს. აღნიშნული
ინიციატივა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული
ენების მასწავლებლების დიდ ნაწილს
არ მისცემია
მშობლიურ ენაზე
მოსაუბრე კოლეგასთან პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალება, რაც ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია
ენობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით.
|