მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სქემის გზამკვლევი განახლებული ფორმატით გამოსცა
სიახლეების არქივი11 ივნისი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგებისთვის განკუთვნილი გზამკვლევი ამჯერად ახალი ფორმატით - ბროშურების სახით გამოსცა. აღნიშნული პუბლიკაციები 3 ნაწილად - პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის არის შექმნილი და სტატუსის შესაბამის განმარტებებსა და რეკომენდაციებს იძლევა. დამხმარე რესურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეს საჯარო სკოლის მასწავლებლებს პირადად გადასცა და სკოლაში სქემის დანერგვის პროცესის შესახებ სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების მოსაზრებებს გაეცნო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სქემაში ჩართული მასწავლებისთვის აქამდე გზამკვლევის ორი ნაწილი შეიმუშავა, რომელშიც დეტალურადაა ასახული სქემის განხორციელების ყველა ეტაპი და მასში ჩართული პირების საქმიანობის განხორციელების გზები. ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, გზამკვლევის ბროშურების სახით შექმნის მიზანია, მასწავლებლებმა საკუთარი სტატუსის მიხედვით, უფრო მარტივად მოიძიონ და გაეცნონ პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას და ცენტრის ექსპერტთა რეკომენდაციებს.

გარდა გზამკვლევისა, ცენტრი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სხვა სახის დახმარებასაც სთავაზობს. მათ შორისა კონსულტირება, ტრენინგები და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებები.