მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება
სიახლეების არქივი30 მაისი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განმარტავს, რომ ცენტრმა 2015 წლის 9 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ეკონომ კლასის 11 ერთეული ავიაბილეთის შესყიდვის მიზნით. აღნიშული ავიაბილეთები შესყიდულ იქნა პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ უცხოელი მოხალისე მასწავლებლების საქართველოში ჩამოსაყვანად. შესყიდვის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდა ფასთა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6 კომპანია. ტენდერი გამოცხადდა ყველაზე დაბალი ფასით, რაც იმ მომენტისთვის ფასთა კვლევის შედეგად დაფიქსირდა. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, იგი დამოკიდებულია მარშრუტის სიგრძესა და სირთულეზე (არაპირდაპირი ფრენები). მოხალისეები, რომელთა ჩამოყვანის მიზნით მოხდა ბილეთების შესყიდვა, იმყოფებოდნენ აშშ-ის სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში, რაც, შესაბამისად, ასახულია პროგრამის თითოეული მონაწილის ბილეთის ღირებულებაში.

ტენდერი განხორციელდა კანონისა და პროცედურების სრული დაცვით. ცენტრს არ ხელეწიფება ტენდერი ჩაშალოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მასში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობს, შესაბამისად ჩვენი მისამართით გამოთქმული ეჭვები და ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

ასევე, მცდარი და არგუმენტებს მოკლებულია შესყიდვის კატეგორიის შერჩევასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი. ცალკეული ავიაბილეთების შესყიდვას მხოლოდ და მხოლოდ ქვეკატეგორია - „ტრანსპორტის ბილეთები“ ითვალისწინებს, ხოლო  კატეგორიით - „ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები“ ხდება მხოლოდ ტურისტული მომსახურების შესყიდვა.

რაც შეეხება მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ინფორმირებულობის ხარისხს, უნდა აღინიშნოს, რომ ფასთა კვლევის განხორციელებამდე, ბაზარზე არსებულ ძირითად მომწოდებლებთან ცენტრში შედგა შეხვედრა, სადაც ყველა კომპანიამ მიიღო ინფორმაცია გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებლად ცენტრის არქივში ინახება შეხვედრის ოქმი. ამგვარი უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება კი  მხოლოდ და მხოლოდ არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოხარულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო უწყებებთან და ხელს უწყობს როგორც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სახელმწიფო შესყიდვების ღიაობას ქვეყანაში, თუმცა ვისურვებდით, რომ ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული კვლევა უფრო კვალიფიციური იყოს და რეალურ სურათს ასახავდეს.