კონფერენცია მასწავლებლის სახლში |
|
|
მასწავლებლის სახლში ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას - „შექსპირიდან დიკენსამდე“ ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტები, მაკმილანის ექსპერტები ლუკ პროდრომო და დეივიდ გიბსონი უძღვებოდნენ.
ბრიტანელმა ექსპრტებმა შექსპირისა და დიკენსის შემოქმედებაზე მოხსენებები წარმოადგინეს, ისაუბრეს მათ როლზე ინგლისური ენის განვითარებასა და სასწავლო პროცესში მათი ნაწარმოებების მნიშვნელობაზე. კონფერენციას ინგლისური ენის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებების, პრეზენტაციებისა და განხილვების გარდა, შექსპირისა და დიკენსის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული მცირე მასშტაბის წარმოდგენები გაიმართა, ასევე ჩატარდა დიკენსის რამდენიმე რომანის ეკრანიზაციის ჩვენება, რის შემდეგაც გაიამრთა დისკუსია.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.
კონფერენციის ბოლოს ჩატარდა გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებს საჩუქრად დიკენსისა და შექსპირის ცნობილი ნაწარმოებები გადაეცათ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|