მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში პროგრამის
მონაწილე
კონსულტანტ-მასწავლებელთა
კონფერენცია
და ტრენინგი გაიმართა. შეხვედრაში 181 კონსულტანტ-მასწავლებელი მონაწილეობდა.
პედაგოგებმა ტრენინგი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიარეს.
კერძოდ, გაეცნენ თვითშეფასების, სასწავლო პრაქტიკის კვლევისა და სასწავლო
რესურსების შემუშავების პრინციპებსა და მიდგომებს.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით
ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით,
სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.
|