მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების მიმართულებით
სხვადასხვა ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს. ტრენინგები განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლების,
ფსიქოლოგის, სკოლის ადმინისტრაციის,
მშობლებისა
და სხვა სპეციალისტებისათვის.
ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანია
და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის
აშლილობის მქონე მოსწავლეთა ეფექტური სწავლების ძირითადი პრინციპები, ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდიკა,
სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება, მობილობა და სივრცეში ორიენტაციის სწავლება უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის.
აღნიშნული ტრენინგების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშეწყობა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლება.
მოდულების
უმეტესობას კრედიტქულები მიენიჭა, შესაბამისად,
სქემაში ჩართული მასწავლებლები, აღნიშნული ტრენინგების
გავლის შემთხვევაში გარკვეულ კრედიტქულებს
დააგროვებენ.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს http://tpdc.ge/registration |