მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ავსტრიელი პედაგოგები მასწავლებლის სახლში
სიახლეების არქივი03 აპრილი , 2012
საქართველოს განათლების სისტემაში  განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც  განათლების სფეროში გატარდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი  მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.

დელეგაცია ავსტრიის თბილისთან დაძმობილებული ქალაქიდან ინსბრუკიდან იყო და მის წევრებს ტიროლის მხარის სხვადასხვა საფეხურისა და  სკოლის მასწავლებლები და დირექტორები წარმოადგენდნენ. ავსტრიელ კოლეგებს განსაკუთრებით  აინტერესებდათ საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის გაცნობა  და შემდგომი  თანამშრომლობის  პერსპექტივები.

კოკა სეფერთელაძემ სტუმრებს მაქსიმალური ინფორმაცია თითქმის ყველა სიახლეზე მიაწოდა. ავსტრიელი მასწავლებლებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებო  ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა.

ავსტრიელი პედაგოგები ისეთი სიახლეებით დაინტერესდნენ როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირველკლასელებისათვის საჩუქრად ნეტბუქების გადაცემა, ასევე,  პირველივე კლასიდან ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება და პროექტი  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება, მრავალფუნქციური ,,მომავლის კლასების” გახსნა, პედაგოგთა გადამზადება და მრავალი სხვა.