მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს
სიახლეების არქივი13 აპრილი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს ათასწლეულის გამოწვევის საერთაშორისო ტრენერი ალექსანდერ სიბონი უძღვებოდა.

ტრენინგის ამოცანაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებმა მიიღონ მასწავლებელების საჭიროებათა ანალიზის, მასწავლებლებისთვის საწარმოში ტრენინგის დაგეგმვის, ფასილიტაციისა და ტრენინგის შედეგების შეფასებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტები გადიან პრაქტიკულ სწავლებას საწარმოებში, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა საწარმოებში არსბული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ, კარგად იცნობდეს საწარმოების შიდა სტრუქტურასა და სამუშაოს მიმდინარეობას. საწარმოში ტრენინგების დროს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პროფესიული უნარები. სასწავლებლების ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ხელს შეუწყობს, როგორც სასწავლებლების შიდა განვითარებას, ისე სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღმავებას.

უახლოეს მომავალში საწარმოებში მასწავლებელთა ტრენინგები განხორციელდება, რომელთა შინაარსი და თემატიკა დაფუძნებული იქნება თავად მასწავლებელთა საჭიროებებზე.