განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრის
დირექტორი
გიორგი
მაჩაბელი
ქვემო
ქართლში
არაქართულენოვანი
მასწავლებლებისთვის
განკუთვნილი
ქართული
ენის
კურსის
მიმდინარეობას
გაეცნო.
ქართული ენის კურსი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ხელშეწყობის
პროგრამის
ფარგლებში
მიმდინარე
წლის
თებერვლიდან
დაიწყო
და
პირველი
ეტაპი
6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამჟამად
კურსში, კახეთის,
ქვემო
ქართლისა
და
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონების
საჯარო
სკოლების
738 პედაგოგია
ჩართული. მათგან A1 დონეს
290 მასწავლებელი,
ხოლო
A2 დონეს 448 პედაგოგი გადის.
ქართული ენის კურსი ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლების არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად
შეეთავაზათ.
პირველ
ეტაპზე
განისაზღვრა
ქართული
ენის
ცოდნის
დონე,
ამის
შემდეგ
კი
კურსის
გავლის
მსურველი
მასწავლებლები
განაწილდნენ
A1 და
A2 დონეებზე.
კურსის განხორციელების მიზანია არაქართულენოვანი
მასწავლებლების
ქართული
ენის
ცოდნის
დონის
გაუმჯობესება,
სახელმწიფო
ენის
სწავლებისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
ხელშეწყობა.
გარდა
ამისა,
კურსი
ხელს
შეუწყობს
არაქართულენოვანი
მასწავლებლების
ჩართულობის
გაზრდას
და
გააქტიურებას
მასწავლებლის
საქმიანობის
დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
სქემაში.
|