მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
სიახლეების არქივი31 მარტი , 2016

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებში, მაღალია მასწავლებელთა ჩართულობა. მასწავლებელთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - 330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წამატებით გადალახა საგნის გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ვინც წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყები, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში ჩართვით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების გზა განისაზღვრა, რაც პირდაპირ ბმაშია შრომით ანაზღაურებასთან, ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას, რომ ყველა საფეხური გაიარონ და უმაღლეს საფეხურამდე ავიდნენ. ხაზგასასმელია, რომ მასწავლებლის შეფასება სკოლაში ხდება, რაც სკოლის პრესტიჟს ზრდის და შეფასების იმ კომპონენტის დანერგვას ემსახურება, რასაც სკოლა წლების განმავლობაში მოკლებული იყო.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აღმოჩნდა წარმატებული ინსტრუმენტი მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების მოტივაციის გასაზრდელად.