საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გორის N3 საჯარო სკოლაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გამოცდის პროცესს დაესწრნენ.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგლემ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებთან ერთად დეტალურად განიხილა შიდა საგაკვეთილო დაკვირვების რუბრიკა და მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა. რუბრიკა შემუშავებულია შეფასებისა და გამოცდების ერობნული ცენტრის მიერ და მისი გამოცდა ამ ეტაპზე შვიდ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამჟამად მასწავლებლის შეფასების ჯგუფების ტრენინგებს ახორციელებს. კურსის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 20 000 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გადამზადდება.
|