მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის პროფესიული
განვითარების შესავალი კურსი დაიწყო. გრძელვადიან კურსს საჯარო სკოლის 500-მდე სპეციალური
მასწავლებელი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და ფსიქოლოგი გაივლის.
კურსი 120 სატრენინგო
სააათისგან შედგება და 14 კვირის განმავლობაში გასტანს. კურსის ფარგლებში, მონაწილეები
ექვს სხვადასხვა სასწავლო მოდულს გაეცნობიან: განვითარება და განვითარების დარღვევები;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პედაგოგიური შეფასება; სწავლების
სტრატეგიები და განვითარების და სწავლების თეორიები; საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა
და მასალის ადაპტაცია; რთული ქცევის მართვა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ცენტრი
თითეულ მონაწილეს უზრუნველყოფს სატრენინგო საკითხავი ლიტერატურით.
კურსის მიზანია
გააღრმავოს სპეციალისტების ცოდნა ინკლუზიური განათლების სხვადასხვა მიმართულებების
მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლის სწავლების ხარისხის ამაღლებას.
ტესტირების წარმატებით გავლისა და კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ
სერტიფიკატი. გრძელვადიანი კურსი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
|