მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლებისთვის დირიჟორმა თამარ ბუაძემ მასტერკლასი გუნდის დირიჟორობაში ჩაატარა.
მასტერკლასში რუსთავის ფოკლორის სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა „თუთარჩელა“
მიიღო მონაწილეობა.
დირიჟორმა თამარ ბუაძემ მასწავლებლებს აჩვენა გუნდთან მუშაობის პროცესი,
ყურადღება გაამახვილა ბგერის გამომუშავების ხერხებზე და სხვადასხვა გამომსახველობით
საშუალებებზე. შეხვედრაზე ანსამბლმა „თუთარჩელა“ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ნაწარმოებები
შეასრულა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.
მასტერკლასი მიზნად ისახავდა მუსიკის მასწავლებელთა
მოტივაციის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, საშემსრულებლო უნარების
დახვეწასა და გააქტიურებას.
ღონისძიება უკავშირდება საქართველოს საგუნდო საზოგადოების
მიერ ორგანიზებული ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე რესპუბლიკურ
კონკურსს, რომელიც აპრილსა და მაისში გაიმართება. კონკურსის მხარდამჭერების არინ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო
კონსერვატორი, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.