მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლა ტრენერობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
სიახლეების არქივი02 მარტი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდა, რომელიც კვალიფიციური, სერტიფიცირებული ტრენერები​ს მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

სკოლამ უკვე დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე, რომელიც მონაწილეებისთვის ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

კურსი განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება და სამი მოდულისგან შედეგება: ზრდასრულთა სწავლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება.

იმისათვის, რომ მსურველმა კურსი გაიაროს, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასევე, სწავლების გამოცდილება, ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი. პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, რომლებიც აკადემიურ ხარისხს ფლობენ განათლების, ჰუმანიტარულ (ინგლისური), სოციალურ (ფსიქოლოგია) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

კურსის გავლის მსურველთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება. შერჩეული კანდიდატების დაფინანსებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ უზრუნველყოფს. მონაწილეები სერტიფიკატს კურსის დასრულებისა და შეფასების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ.

უახლოეს მომავალში ტრენერთა სკოლა რეგისტრაციას გამოაცხადებს იმ პირებისთვის, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნით ტრენერობის გამოცდილება გააჩნიათ. ტრენერთა სკოლის ამოქმედება ხელს შეუწყობს ტრენერთა კორპუსის გაძლიერებას და მათი რესურსის გამოყენებას სხვადასხვა ორგანიზაციის (სახელმწიფო/არასამთავრობო/უნივერსიტეტი) ფარგლებში, სკოლებში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისათვის.

ტრენერთა მომზადების ზოგადი კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მიმდინარეობს, მიჰყევით ბმულს - www.tpdc.gov.ge.