მასწავლებელთა
პროფესიული გავითარების ეროვნულ ცენტრში საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა, სადაც
მუსიკის მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს
საგუნდო საზოგადოების მიერ
გამოცხადებული ‘ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდი კოლექტივების” II ეროვნული კონკურსის შესახებ. შეხვედრას შალვა
მოსიძე, ლიანა ჭონიშვილი, ბორის ძნელაძე, თეა
კასაბური
და
რუსუდან თაყაიშვილი უძღვებოდნენ.
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი წელს მეორედ ტარდება.
მისი მიზანია აკადემიური საგუნდო
სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია და საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა.
კონკურსის ორგანიზატორია
საქართველოს საგუნდო საზოგადოება, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრთან ერთად, კონკურსს მხარდამჭერთა შორის არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო
სასწავლებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.
საინფორმაციო
შეხვედრები მუსიკის მასწავლებლებისთვის ქუთაისში (04.013.16), ბორჯომსა და
ახალციხეშიც (10.03.16) გაიმართება.
კონკურსის
პირობები
|