მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის
შეფასების ჯგუფის წევრების ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგის
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შიდა შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების
შესახებ; გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურას და იმ
დოკუმენტაციების ჩამონათვალს, რომელიც ასახული უნდა იყოს პორტფოლიოში სქემით
გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების დასადასტურებლად;
გაივლიან პროფესიული საქაღალდის შეფასების წესს, პროცედურებსა და შეფასების
კრიტერიუმებს; განემარტებათ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსების გამოყენების
მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და გაეცნობიან რესურსის იმ ტიპებს, რომლებიც
შეფასდება სქემის ფარგლებში. ტრენინგის მიმდინარეობისას ასევე გაეცნობიან სასწავლო
რესურსის შეფასებს რუბრიკას.
ტრენინგის
დასრულების შემდეგ მოხდება თითეული მონაწილის შეფასება. შეფასების ჯგუფის წევრი
ტრენინგის სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სრულყოფილად გაივლის თითეულ
მოდულს და შეფასების შკალის მიხედვით დააგროვებს 100-დან მინიმუმ 60 ქულას.
ტრენინგის
გავლისა და სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში ჯგუფის თითეული წევრი შეძლებს
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის წარმატებით შეფასებას.
|