მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორებისთვის სამუშაო შეხვედრები დაიწყო
სიახლეების არქივი15 თებერვალი , 2016

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში სკოლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის ეფექტიანად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით სკოლის დირექტორებთან სპეციალური სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები სქემის ფარგლებში; ფასილიტატორისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობები; შეფასებისა და მონიტორინგის ფორმები და მოდელები; ფასილიტატორისა და მასწავლებლის შიდა შეფასების ჯგუფის საქმიანობის შიდა მონიტორინგის გზები და საშუალებები; მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში წარმოქმნილი საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზები; ასევე, სქემის მონიტორინგის დოკუმენტის შექმნა.

რამდენადაც მასწავლებელთა შეფასებაში პირველად ჩაერთო სკოლა, მნიშვნელოვანია, რომ საპილოტე წელს სკოლის დირექტორებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი სქემის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში, რათა სკოლებში წარმატებით და ხარისხიანად განხორციელდეს სქემით გათვალისწინებული შეფასების პროცესი.