პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური
ჯგუფი პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების
რეგულირების დოკუმენტების პროექტების პაკეტის ძირითად განხილვაზე გადავიდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მასწავლებელთა ანაზღაურებისა
და სახელფასო დანამატების, მასწავლებელთა რეგისტრაციის სისტემის ადმინისტრირების, უწყვეტი
პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის შესახებ სხვადასხვა ბრძანებების პროექტები.
დოკუმენტების პაკეტი შემუშავებული იქნა ევროკავშირის
დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში
და მასზე საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ. პროექტების განხილვაში ადგილობრივ ექსპერტებთან
ერთად ჩართულნი იყვნენ პროფესიული კავშირის, დამსაქმებელთა ასოციაციებისა და სხვა სოციალური
პარტნიორების წარმომადგენლები.
ძირითადი განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ დოკუემენტების
პაკეტის განხილვა და შეჯერება მოხდება პროფესიული განათლების მოქმედი მასწავლებლებთან
და პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. აღნიშნული პროცესის
დასრულების შემდეგ კი ბრძანებების პროექტები განსახილველად პროფესიული განათლების ეროვნულ საბჭოს წარედგინება.
|