დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის
ლიანა მამულაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლის შიდა II კონფერენცია
„საქართველო მსოფლიო გამოწვევების წინაშე“ გაიმართა. კონფერენციაში VII-XI კლასის 55
მომხსენებელი მოსწავლე და სკოლასთან არსებული „მოგზაურთა კლუბი“ მონაწილეობდა.
კონფერენციაზე
წარმოდგენილი თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა საქართველოს საერთაშორისო და
დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეკოლოგიის საკითხებს, საქართველოს როლს მსოფლიოს წინაშე
მდგარი გამოწვევების მოგვარებაში და საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში. აღსანიშნავია,
რომ მოსწავლეების მიერ არჩეული 30-ზე მეტი თემა კონკრეტულად ევროპას და
ევროსტრუქტურებს ეხებოდა. კონფერენცია დისკუსიით დასრულდა, რომელზეც მოხსენებების
სახით წარმოდგენილი საკითხები შეჯამდა.
კონფერენციის
მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით მოსწავლეების ცოდნის
გაღრმავება, სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეებში კრიტიკული და
შედარებითი ანალიზის უნარის განვითარება და სწორი, დემოკრატიული ღირებულებების
ჩამოყალიბება.
კონფერენციას
სამთაწყაროს სკოლის ადმინისრტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი,
ადგილობრივი თემისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|