მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ
ცენტრში
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის გზამკვლევის მეორე
ნაწილი შეიქმნა. გზამკვლევის ელექტრონული ვერსია უკვე განთავსებულია ცენტრის
ოფიციალურ
ვებგვერდზე
(tpdc.gov.ge)
გზამკვლევის
მეორე ნაწილი მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციას სთავაზობს რეკომენდაციებს
სქემით გათვალისწინებული აქტივობებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობის
შესახებ. გარდა ამისა, მასწავლებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას, თუ რა სახის და რა შინაარსის შემცველი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა განათავსოს
მან საკუთარ
პროფესიულ
საქაღალდეში
იმისათვის,
რომ
შეფასების
შემდეგ საჭირო კრედიტქულები მოიპოვოს.
გზამკვლევში, ასევე, მოცემულია აქტივობების შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები, მათ შორის სამოდელო
გაკვეთილის
შეფასების
რუბრიკა,
რომელთა
გამოყენებითაც
მასწავლებლის
შეფასების ჯგუფი განახორციელებს
შეფასების პროცესს სკოლის დონეზე.
გზამკვლევის გარდა, ცენტრი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას
სხვა
სახის
ხელშემწყობ ღონისძიებებსაც სთავაზობს, მათ
შორის კონსულტირებას და ტრენინგებს.
|