პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური
ჯგუფი,
პროფესიული
განათლების
მასწავლებელთა
ანაზღაურების
წესთან
დაკავშირებით,
ევროკავშირის
ექსპერტის,
ოლივერ
დიზის
რეკომენდაციებს
გაეცნო.
შეხვედრაზე
ასევე
განიხილეს
პროფესიული
განათლების
მასწავლებელთა
კვალიფიკაციის
საკითხი
და
ანაზღაურების
წესის
საერთაშორისო
პრაქტიკა.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის, პროფესიული განათლების
განვითარების
დეპარტამენტის,
პროფესიული
კავშირების,
დამსაქმებელი
კომპანიებისა
და
პროფესიული
სასწავლებლების
წარმომადგენლები.
გასულ წელს თემატური ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა „პროფესიული განათლების მასწავებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტი“, რომელიც პროფესიულმა საბჭომ განიხილა. საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დოკუმენტში
შევიდა
ცვლილებები
და
მასზე
მუშაობა
გრძელდება.
სწორედ
„პროფესიული განათლების
მასწავლებელთა
მომზადებისა
და
პროფესიული
განითარების
რეგულირების
დოკუმენტის“ თანმხლებ ერთ-ერთ წესს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის ანაზღაურების წესი. ანაზღაურების
წარმოდგენილი
მოდელი
თემატური
ჯგუფის
ფარგლებში
არაერთხელ
იქნება
განხილული
და
შეფასებული,
აღნიშნულის
საფუძველზე
წარმოდგენილი
შენიშვნები
და
რეკომენდაციები
კი
გათვალისწინებული
იქნება
დოკუმენტის
სამუშაო
ვერსიაში.
|