2011-2014 წლებში მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის კრედიტქულების მინიჭების
პროცესი მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში 25 დეკემბერს 18:00 საათზე
დასრულდება. შესაბამისად, მასწავლებლები საბოლოო შედეგს
კრედიტქულების ჯამური რაოდენობის სახით სწორედ ამ დროს შეიტყობენ.
ამის შემდეგ მასწავლებლებს
შესაძლებლობა ექნებათ შეფასების შედეგების შესახებ საჩივრით მიმართონ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს 2015 წლის 28 დეკემბრიდან -
2016 წლის 8 იანვრის ჩათვლით, eflow-ს
სისტემის საშუალებით. საჩივარს საპრეტენზიო კომისია განიხილავს.
გასაჩივრება უფასოა
|