მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საელჩოს მიერ ინიცირებული პროფესიული განათლების განვითარების სხდომების მუშაობაში ჩაერთვება
სიახლეების არქივი15 დეკემბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გერმანიის საელჩოს ინიციატივით, პროფესიული განათლების განვითარების სხდომას უმასპინძლა, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების გერმანელი ექსპერტები და სხვადასხვა გერმანული პროექტების ავტორები მონაწილეობდნენ.

გერმანიის საელჩოს ინიციატივით მიმდინარე ყოველთვიური სხდომები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე ექსპერტული ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პირველად გაიმართა და გადაწყდა, რომ პროფესიული განათლების განვითარებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომდევნო სხდომებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით ჩაერთვება.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის, ქალბატონი კატარინა დერკორნის თქმით, საელჩო და გერმანული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა გაეროდ განვითარების პროგრამამ (UNDP), ასევე, თანამშრომლობა შედგება CARITAS Georgia-სთან, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლები გადამზადდებიან შინმოვლის მოდულის მიხედვით. მოდული მომზადებულია გერმანელი ექსპერტების მიერ.

სხდომაში აგრეთვე მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც გერმანიის საელჩოსთან, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.