მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამას ფარგლებში დარგის ფასილიტატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროფესიული სასწავლებლების
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საწარმოში ჩატარებული ტრენინგების განხორციელების საკითხები. პროგრამის მენეჯერის ინფორაციით, მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით საჯარო პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები საწარმოებში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, 28 დასანერგი მოდულური პროფესიული პროგრამის მიმართულებით ჩატარდა, ტრენინგი 205-მა მასწავლებელმა გაიარა.
ტრენინგები საწარმოებში 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება. საწარმოში ტრენინგების მიზანია მასწავლებელთა პროფესიული ცოდნა და უნარები პასუხობდეს პროფესიული სტანდარტითა და მოდულური სწავლებით გათვალისწინებულ მიზნებს.
|