მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”- ს ფარგლებშიგამოცემული მასწავლებლის წიგნის,
„გამჭოლი კომპეტენციები, ეკოლოგიური, სემიოტიკური და
მედიაწიგნიერება“ პრეზენტაცია გაიმართა. მასწავლებლის წიგნის პრეზენტაციას
განათლების და მეცნირების მინიტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე და
თბილისის საჯარო სკოლის 150 მასწავლებელი ესწრებოდა.
მასწავლებლის წიგნი პრაქტიკული
ხასიათისაა და ყველა საგნის მასწავლებელს დაეხმარება საკუთარ
პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგოს მიდგომები ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი
პრიორიტეტული კომპეტენციების შესაბამისად, რაც იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს
მოიცავს, რომელთა გამომუშავება და განვითარება ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებას და სპეციფიკური კომპეტენციების
განვითარებას.
წიგნის ავტორები არიან მანანა რატიანი, მანანა სეხნიაშვილი, მაია ბლიაძე, ცირა ბარბაქაძე, ნატალია ინგოროყვა და თამარ მოსიაშვილი.
ღონისძიების დასასრულს მასწავლებლის წიგნი ყველა მოწვეულ სტუმარს საჩუქრად გადაეცა.
აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”- ს ფარგლებში გამოცემული რიგით მეხუთე წიგნია.
|